|
2017-02-13 10:00:41, 1307 ნახვა
სხვადასხვა
გიორგი მღებრიშვილი პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს შს მინისტრმა პოლონეთის მთავრობას ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა პოლონეთის ელჩს შს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომლის შექმნის მიზანია პოლიციის საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდა და დანაშაულის პრევენცია. „პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს რეფორმებს, ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების გზით. განსაკუთრებით აღსანიშნავია საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში თანამშრომლობა. ორმხრივი თანამშრომლობის გარდა, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია პარტნიორობის განვითარება რეგიონალურ ფორმატებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით მინდა, გამოვყო ევროპოლის ფარგლებში ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა, რომელიც დაეფუძნება საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შს მინისტრმა ხაზი გაუსვა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოსა და პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რაც ორ ქვეყანას შორის საპოლიციო სფეროში დადებული შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება. შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებით აღინიშნა პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერი მუშაობა, რომელიც შვედეთის ეროვნულ პოლიციასთან პირდაპირ, სწრაფ და ეფექტურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს. გიორგი მღებრიშვილის თქმით, პარტნიორ ქვეყნებში საქართველოს პოლიციის ატაშეების დანიშვნამ პოზიტიური შედეგები მოიტანა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)