08:46 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 16:10:54, 1667 ნახვა

საზოგადოება სხვადასხვა
FIFA-ს რეიტინგით საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 4 საფეხურით ჩამოქვეითდა

FIFA-მ 2017 წლის იანვრის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ოთხი საფეხურით ჩამოქვეითდა.

FIFA-ს რეიტინგის მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ნაკრები 121-ე ადგილს იკავებდა. დუბაიში გამართული ორი ამხანაგური შეხვედრის შემდეგ კი 263 ქულით 125-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრებმა უზბეკეთთან ფრე ითამაშა, ხოლო იორდანიასთან 1:0 დამარცხდა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე სერბეთის ნაკრები იქნება. ის რეიტინგში 51-ე ადგილზეა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა სერბეთის წინააღმდეგ 24 მარტს გაიმართება. ხოლო მომდევნო ამხანაგური შეხვედრა ლატვიასთან 29 მარტს არის ჩანიშნული. ლატვია რეიტინგში 113-ეს პოზიციაზე იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ ორივე მატჩი თბილისში გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics