|
2015-03-31 15:31:02, 7076 ნახვა
კულტურა
23–26 ივლისს, ბათუმში, რიგით მე–9 შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიმართება
23–26 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, რიგით IX შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიმართება, რომელშიც, ტრადიციულად, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ვარსკვლავები. კონცერტები 4 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ: George Clinton Parliament Funkadelic, Liv Warfield feauturing the NGP Hornz, Lisa Stansfield, Snoop Dogg. ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ „NEW YORK BRASS BAND“ -ის კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, კლუბ „Take Five’’-ში კონცერტებს გამართავს ასევე „House Band“ - ამერიკელ მუსიკოსებთან ერთად, კონცერტებს ნიუ იორკში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი, გიორგი მიქაძე გაუძღვება. Liv Warfield feat. The NPG Hornz Liza Stensfield 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში, ლიზა სტენსფილდი იყო ყველაზე პოპულარული პოპვარსკვლავი პლანეტაზე. სასიამოვნო ვოკალისა და საცეკვაო რიტმის მქონე სიმღერებით მან მსმენელის აღტაცება დაიმსახურა. მსოფლიო პოპულარულობა ხვდა წილად ლიზა სტენსფილდის დუეტს ჯორჯ მაიკლთან და Queen-თან სახელწოდებით „These Are The Days Of Our Lives“. ამ სიმღერამ არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო. ლიზა სტენსფილდს 15 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული თავისი კარიერის განმავლობაში. მიუხედავად ამგვარი პოპულარობისა, ის არასდროს აჰყოლია ტრენდებს მუსიკაში და ქმნიდა მხოლოდ იმ სტილს, რომელიც თავად მოსწონდა. SNOOP DOGG 30 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და მუსიკალურ ჩარტებში პირველი ადგილი - ცნობილი ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და შოუ-მენი SNOOP DOGG დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. 1993 წლიდან დღემდე, მომღერალს სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლბეთან ერთად 12 ალბომი აქვს გამოშვებული. SNOOP DOGG-ის კარიერაში, მის ყველაზე წარმატებულ ალბომად „დოგი-სთაილი“ ითვლება, რომლის 800 000-ზე მეტი ეგზემპლარი გამოსვლისთანავე გაიყიდა. 2013 წლის აპრილში, მომღერალმა პირველი რეგის ჟანრის ალბომი - „Reincarnated“ ჩაწერა და ამჯერად, საკუთარ თავს, SNOOP DOGG-ის ნაცვლად SNOOP-LION უწოდა. რეგის ჩარტებში აღნიშნული ალბომი პირველ ადგილს გამოსვლიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში იკავებდა. ფესტივალის წარმდგენია თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC Status. „წელს ჩატარდება მე–9 ფესტივალი და თიბისი ბანკი კიდევ ერთხელ მიიღებს მონაწილეობას. ჩვენთვის ჯაზფესტივალში ეს იქნება მე–4 მონაწილეობა. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და გვინდა, ამ მიმართულებით მონაწილეობა ყოველთვის გავაგრძელოთ“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)