|
2017-02-09 11:40:52, 922 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია გერმანიაში ვიზიტს იწყებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამდღიან ვიზიტს იწყებს. უწყების ინფორმაციით, ლევან იზორიასთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაშია გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს მოინახულებს, რომლებიც ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა წვრთნებს გერმანიაში გადიან. თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ქართველი სამხედროების მომზადების დონის შესახებ ინფორმაციას გერმანელი და ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნებისგან მოისმენენ. დაგეგმილია შეხვედრები ქალაქ ბად-ზალცუნგენში, ბუნდესვერის სამხედრო ბაზაზე 37-ე მექანიზირებული ბრიგადის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ რუპრეხტ ფონ ბუტლერთან, ასევე დაბა ჰოჰენფელსში აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 არმიის საწვრთნელი სარდლობის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ ანტონიო აგუტოსთან და აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალთან, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესთან. ამჟამად, გერმანიაში ავღანეთში გადასროლისწინა სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II და III ქვეითი ბრიგადების ქვედანაყოფები გადიან. ბად-ზალცუნგენში მდებარე ბუნდესვერის სამხედრო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული გერმანელი სამხედრო ინსტრუქტორების დახმარებით ემზადება. დაბა ჰოჰენფელსში მდებარე აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 არმიის საწვრთნელ ბაზაზე კი, სამშვიდობო მისიისთვის შემაჯამებელ სწავლებას II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი გადის.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)