|
2017-02-08 14:29:32, 2165 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე ცხინვალში დაგეგმილ პლებისციტზე: ეს არის რუსეთის მიერ, ჩვენი ოსი ძმების მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა
პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ე.წ ცხინვალის რეგიონში დანიშნული რეფერენდუმის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეფერენდუმი საოკუპაციო გეგმის ნაწილია. როგორც თალაკვაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ცხინვალის რეგიონში“ რეფერენდუმის დანიშვნა საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. „რაც მთავარია ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის, ჩვენი ოსი ძმების, რუსეთის მიერ მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა. მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღოს ქმედითი ზომები საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ამ აშკარა მცდელობაზე. უნდა გვესმოდეს ჩვენ, რომ რუსეთს აშფოთებს საქართველოს წარმატებები და პროგრესი, ამიტომ ეძებს ახალ გზებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში უფრო მშვიდად იგრძნოს თავი", - აღნიშნა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, 2017 წლის 9 აპრილს, პლებისციტიც ჩატარდება. დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის სურვილია სამხრეთ ოსეთს "ისტორიული სახელი" ალანია დაუბრუნდეს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)