19:58 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 14:28:57, 463 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: რუსული „რბილი ძალის“ ამოცანა საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმაა

 "რუსული „რბილი ძალის“ ამოცანა დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია და საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმაა",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი მიზნის მისაღწევად ადგილობრივი ანტიდასავლური ძალების კონგლომერატს იყენებს.
 პრეზიდენტს ამ შემოტევის შეჩერების  საშუალებად   ქვეყნის შიგნით პროდასავლური დღის წესრიგის კონსოლიდაცია  და დასავლელ პარტნიორებთან კოორდინირებული მუშაობა მიაჩნია.
"რუსეთის მიერ გლობალური მასშტაბით გაშლილი პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური კამპანიის ერთ-ერთი ობიექტი საქართველოცააა. რუსული „რბილი ძალის“ ამოცანა დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია და საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმაა. ამაში იგი ადგილობრივი ანტიდასავლური ძალების კონგლომერატს იყენებს. ამ შემოტევის შესაჩერებლად აუცილებელია ქვეყნის შიგნით პროდასავლური დღის წესრიგის კონსოლიდაცია და კოორდინირებული მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
მოზარდი, რომელსაც მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
რუსმა ბლოგერმა და ტელეწამყვანმა ანასტასია ივლეევამ, საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია
ლუკაშენკომ ამერიკელებთან უარყო ბრალდებები ბელარუსში რეპრესიების გაგრძელების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics