|
2017-02-01 18:49:53, 1669 ნახვა
კომენტარი
„სეოკ-ის წესდება შესაცვლელია, ის არ უზრუნველყოფს სწორ საარჩევნო სისტემას“
ორგანიზაციის "სოციალური დიალოგი სპორტში" დამფუძნებელი და პრეზიდენტი კესო ჩხიკვაძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წესდება შესაცვლელია. "წესდება და კანონი არის ცოცხალი ორგანიზმი, ის აჩვენებს რომ ვითარდება. მე გავეცანო ოლიმპიური კომიტეტის წესდებას და შემიძლია გამოვიტანო დასკვნა, რომ ოლიმპიური კომიტეტის წესდება არ სუნთქავს, არ აჩვენებს, რომ ვითარდება. წესდების ყოველი მუხლი ბუნდოვანია და აჩვენებს, რომ შესაძლოა სადაო გახდეს. ნებისმიერ მხარეს აძლევს დავის დაწყების საშუალებას. შესაძლებელია წესდება ბევრად უფრო კონკრეტული და გამართული იყოს, ეს არ არის რთული პროცესი. ოლიმპიური კომიტეტის წესდება აბსოლუტურად არ უზრუნველყოფს სწორ საარჩევნო სისტემას და მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს",- განაცხადა კესო ჩხიკვაძემ. ოლიმპიური კომიტეტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას, ორგანიზაციის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებამდე წესდება უნდა შეიცვალოს, რათა მომავალშიც არ შეიქმნას მსგავსი სახის პრობლემები. თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს. (NS)
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)