|
2017-02-01 16:28:56, 2133 ნახვა
ეკონომიკა
ტექნოპარკში პროგრამა „ბიზნეს ინკუბატორის“ ღია კარის დღე გაიმართება
2 თებერვალს, 19:00 საათზე, ტექნოპარკში, პროგრამა „ბიზნეს ინკუბატორის“ მესამე ნაკადისთვის ღია კარის დღე გაიმართება. ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“ და მისი პარტნიორი კომპანია „მართვის აკადემია,“ პროგრამით დაინტერებულ ადამიანებს ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან და ნებისმიერ შეკითხვას გასცემენ პასუხს. შეხვედრას ასევე დაესწრებიან „ბიზნეს ინკუბატორის“ მეორე ნაკადის გუნდები, რომლებიც სტუმრებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. „ბიზნეს ინკუბატორი“ არის დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც ინოვაციური იდეის მქონე მეწარმეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა შეღავათიან პირობებში, გაიარონ საკუთარი ბიზნესიდეის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი. ინოვაციების სააგენტოს „ბიზნეს ინკუბატორის“ 6 თვიანი პროგრამა სტარტაპებისთვის რამდენიმე ეტაპს მოიცავს. საწყის ეტაპზე გუნდები 2 კვირიან ე.წ. „welcome ტრენინგებს“ გაივლიან, მომდევნო სამი თვის განმავლობაში კი ისინი პროტოტიპის შექმნაზე იმუშავებენ. პროექტის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ მათ უკვე შედგენილი ბიზნესგეგმა, ბიზნესმოდელი და ფინანსური პროგნოზები ექნებათ, ხოლო ბოლო ეტაპი ინვესტორების მოძიებას, დაინტერესებასა და შეთანხმებას გულისხმობს. აღნიშნული პროცესების სწორად წარმართვას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო პარტნიორ კომპანიებთან - „საქპატენტთან“, „დელოიტთან“ და „მართვის აკადემიასთან“ ერთად ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების ხელშეწყობასა და მათი ინოვაციური ბიზნესიდეების წარმატებულ ბიზნესად განვითარებას. თითოეული გუნდი პროგრამის ფარგლებში უფასოდ მიიღებს 30 000 ლარამდე ღირებულების პროდუქტებსა და სერვისებს და დატრენინგდებიან ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა პროექტის მართვა, მარკეტინგი, ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბება და სხვა. გუნდები კონსულტაციებს მიიღებენ ფინანსურ, იურიდიულ, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და სხვა საკითხებში. გუნდები უზრუნველყოფილები იქნებიან ტექნოპარკში საერთო სამუშაო სივრცით და მიიღებენ პროგრამულ, ინტელექტუალურ და მატერიალურ დახმარებას სააგენტოსგან, მენტორთა ქსელის წევრებისა და სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციებისგან. ამასთან, ყოველი გუნდი მიიღებს 5 000 ლარამდე ფულად გრანტს პროტოტიპირებისთვის. (NS)
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)