|
2017-01-30 15:27:39, 1871 ნახვა
კომენტარი
ზვიად ქაწაშვილი: ოქრო სავაჭრო ცენტრის შენობაში დაცულ და დაკეტილ მდგომარეობაშია
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის, ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის შენობაში ოქრო დაცულ და დაკეტილ მდგომარეობაშია. როგორც ქაწაშვილმა აღნიშნა, 3-4 საათის შემდეგ შენობის კონსტრუქცია გაციებას დაიწყებს და ამის შემდეგ ექსპერტები შესვლას და ტერიტორიის დათვალიერებას შეძლებენ, რის შემდეგაც ქონების გამოტანა დაიწყება. მისივე თქმით, დილის შემდეგ 215 მეხანძრე ცდილობს ხანძრის ლიკვიდაციას, თუმცა ამ დრომდე რჩება გარკვეული კერები. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის თქმით, მეხანძრეები შეეცდებიან, რომ ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძარი დღის ბოლომდე ლიკვიდირებული იყოს. „მიმდინარეობს ცალკეული კერების ჩაქრობა. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დღის ბოლომდე ხანძარი ლიკვიდირებული იყოს“, - აცხადებს დავით გელაშვილი. მან ასევე აღნიშნა, რომ შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, დასკვნას სპეციალური კომისია დადებს.
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)