|
2017-01-30 13:59:53, 928 ნახვა
რეგიონი
აჭარამ სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სტამბულის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "EMITT 2017" მონაწილეობა მიიღო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგინა. მათივე ინფორმაციით, გამოფენის ვიზიტორები სტენდთან აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და შესაძლებლობების შესახებ მომზადებულ სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს გაეცნენ და დეპარტამენტის წარმომადგენლისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს რეგიონის შესახებ. სტამბულის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდმა გასული წლის მსგავსად წელსაც ყველაზე ორგანიზებული სტენდის ჯილდო მიიღო. გამოფენა "EMITT 2017" მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული გამოფენაა, რომელშიც მონაწილეობას 450-მდე კომპანია მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობს. გამოფენა ხალმრავლობითა და მონაწილეთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გამოფენაში 2007 წლიდან ღებულობს მონაწილეობას. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს წლის ბოლომდე 20-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს. აქედან მხოლოდ თებერვალში მონაწილეობის მიღება ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და ისრაელის გამოფენებში იგეგმება. (NS)
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)