|
2017-01-30 13:40:35, 1957 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე ვეტოზე: იყო გარკვეული მცდელობა, უპრეცედენტო რეფორმისთვის ჩრდილის მიყენება მომხდარიყო
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების საკითხს გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, ვეტოს დადებას უარყოფითად აფასებს, ვინაიდან სასამართლო რეფორმა უპრეცედენტო იყო: „ ვეტოზე ვიმსჯელებთ, თუმცა ვეტოს დადებას უარყოფითად შევაფასებდი. რეალურად, ეს უპრეცედენტო რეფორმა იყო, რომელიც პარლამენტის მიერ გატარდა და ადგილი ჰქონდა გარკვეულ მცდელობას, ამ უპრეცედენტო რეფორმისთვის ჩრდილის მიყენება მომხდარიყო, რაც ნამდვილად დასანანია“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაეგზავნა, გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო და შესაბამისი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა.
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)