|
2017-01-30 12:07:10, 2040 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კალაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ დაკავშირებით ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა
ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ დაკავშირებით ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა და მოსახლეობა მაქსიმალურად ინფორმირებულია. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხაადა, ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და საქართველომ შეთანხმებას მიაღწია. რაც შეეხება ხელშეკრულების გასაჯაროვებას, კალაძის თქმით, დეტალების გასაჯაროვება მხოლოდ ქართული მხარის გადასაწყვეტი არ არის: „ეს უნდა მოხდეს ორმხრივი შეთანხმებით და მხოლოდ ქართული მხარის გადასწყვეტი არაა, თუ რა დეტალები უნდა გასაჯაროვდეს. როგორც გითხარით, ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ვნახოთ, რა შედეგი იქნება. ზოგადად, შემოდის სხვადასხვა წერილები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად უნდა იყოს გასაჯაროვებული „სოკარის“ ხელშეკრულება, ასევე გასაჯაროვდეს შაჰდენიზის ხელშეკრულება. ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. ჩვენს ქვეყანას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ევროპულ და განვითარებულ ქვეყანას, აქვს შესაძლებლობა, ასეთი ტიპის ხელშეკრულების დეტალები არ გაასაჯაროვოს, რადგან ისინი კომერციული საიდუმლოა“,-აღნიშნა კალაძემ. ჟურნალისტის კითხვზე- გეგმავს თუ არა პარლამენტში მისვლასა და საპარლამენტო უმცირეობასთან „გაზპრომის“ ხელშეკრულებასთნ დაკავშირებით დებატების გამართვას, კალაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურ სპეკულაციებში და შოუებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)