|
2017-01-27 14:31:15, 1162 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის ცენტრი დავადებათა პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით წელს ხუთ პროგრამას განახორციელებს
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მიმდინარე წელს დაავადებათა პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით ხუთ პროგრამას განახორციელებს. „ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში“ - პროგრამის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (0–200 000 მდე სარეიტინგო ქულის მქონე) 2000-მდე ორსულს, ჩაუტარდება - ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული და ჰორმონალური გამოკვლევა. 2017 წელს, პირველად, გამოკვლეულ ბენეფიციარებს პროფილაქტიკის მიზნით გადაეცემათ - აქტიური ნივთიერების კალიუმის იოდიდის შემცველი მედიკამენტი, ხოლო საჭიროების გათვალისწინებით, ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი იქნებიან აქტიური ნივთიერების - ლევოთიროქსინის შემცველი მედიკამენტის სამკურნალო დოზით. პროგრამის მიზანია ორსულებში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების ადრეული გამოვლენა და მართვა. 2016 წელს, პროგრამის ფარგლებში მომსახურება გაეწია 1,702-მდე ბენეფიციარს. სმენის სკრინინგი ჩაუტარდება - ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში დაბადებულ ახალშობილებს. 2016 წელს პროგრამით ისარგებლა 651-მა ახალშობილმა. ასევე, გრძელდება, კიბოსა და კიბოსწინა დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობაში - რაც ითვალისწინებს ექოსკოპიურ კვლევას, ონკოლოგის კონსულტაციას, ონკომარკერებით გამოკვლევას, PAP ტესტს, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით დამატებით 3 სპეციალისტის კონსულტაციას. პროგრამის ფარგლებში, 2016 წელს მომსახურება გაეწია 1635 ბენეფიციარს. „მოსახლეობის ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში“ - პროგრამის ფარგლებში რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების პირველი - მერვე კლასის მოსწავლეებსა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ჩაუტარდებათ პროფილაქტიკური შემოწმება - სკრინინგი 4 ექიმ - სპეციალისტის მონაწილეობით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ჰელმინთებზე ლაბორატორიული გამოკვლევა. პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება ინსტრუმენტულ - ლაბორატორიული გამოკვლევა და სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია. 2016 წელს მომსახურებით ისარგებლა 42 944 - მა ბენეფიციარმა. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ განხორციელდება სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი გამოკვლევებისა და მკურნალობის პროცესის მონიტორინგისათვის აუცილებელი კვლევების თანაგადახდის უზრუნველყოფა. 2016 წლისათვის მომსახურებით 1075 - მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
(NS)
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)