|
2017-01-26 14:35:06, 1939 ნახვა
კომენტარი
ანა დოლიძე: იმედი გვაქვს, რომ გია ცერცვაძის, როგორც საქართველოს მოქალაქის უფლებები დაცული იქნება
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, გიორგი ცერცვაძის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხვადასხვა დონის მოხელეებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან პირდაპირი კავშირი ჰქონდათ. როგორც დოლიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი ამ საქმის განვითარების ეტაპების შესახებ ინფორმირებულია. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ცერცვაძის, როგორც საქართველოს მოქალაქის უფლებები კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად იქნება დაცული. „შესაძლოა, ის ყოველდღიური მუშაობა, რასაც უშიშროების საბჭო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეწევა არ იყოს ის მუშაობა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ღიად. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის მთავარსარდალი პირველივე დღიდან საქმის კურსშია ამ თემასთან დაკავშირებით. როგორც კი ჩაითვლება საჭიროდ, რომ უმაღლესმა მთავარსარდალმა გააკეთოს განცხადება და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, გარწმუნებთ, რომ ეს პოზიცია დროულად იქნება გამოხატული", - განაცხადა ანა დოლიძემ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)