|
2017-01-25 22:58:50, 1968 ნახვა
სხვადასხვა
რუსეთში სისხლის სამართლის ნორმებით ქალის ცემა აღარ დაისჯება
რუსეთის ფედერაციის დუმამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ახლო ნათესავისთვის ერთჯერადი დაზიანებების მიყენება დეკრიმინალიზებული ხდება. კანონპროექტს მხარი 385 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ ორი წავიდა. რუსეთში ფიზიკური დაზიანებების მიყენება სისხლის სამართლის დანაშაულიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კატეგორიაში გადაინაცვლებს. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ფედერაციის საბჭოს წევრი, ელენა მიზულინაა. დუმის დეპუტატის ოლგა ბატალინას განცხადებით, როცა კაცს არ უნდოდა ცალის ცემა, მაგრამ ემოციები ვერ გააკონტროლა იგი ამისთვის არ უნდა დაისაჯოს. "ცხოვრებაში შეიძლება ბევრნაირი სიტუაცია შეიქმნას, დასახელებული ცვლილებები კი იმ ადამიანების გონივრულ პასუხისმგებლობას დააყენებს, ვინც დაზიანებების მიყენება ემოციური კონფლიქტის დროს ჩაიდინა, მაშინ, როდესაც მას ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენების განზრახვა არ ჰქონია." - აცხადებს ბატალინა. კანონის კიდევ ერთი ავტორის, მიზულინას მტკიცებით სახელმწიფო, რომელიც ოჯახის მარჩენალ ქმარს ციხეში სვამს - "ოჯახის დანგრევაშია დამნაშავე და წყვილს შერიგებაში ხელს უშლის". კანონპროექტის თანახმად, თუ ოჯახის წევრმა იძალადა, მაგრამ ამ ქმედებით არ მიაყენა მძიმე ფიზიკური დაზიანება (ტრავმა), და შრომისუნარიანობა არ დააკარგვინა სხვა ოჯახის სრულწლოვან წევრს, ეს დანაშაული სისხლის სამართლის დანაშაულის სტატუსს კარგავს და მხოლოდ 5-დან 30 ათას რუბლამდე (ან 240 საათი საზოგადოებრივი სამუშაოები) ადმინისტრაციული ჯარიმით დაისჯება.
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)