|
2015-03-30 09:49:33, 777 ნახვა
სამართალი
ადიგენში, ახალციხესა და ბორჯომში უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 16 პირი: 1978 წელს დაბადებული გია პ, 1986 წელს დაბადებული მალხაზ მ, 1977 წელს დაბადებული გერასიმე კ, 1955 წელს დაბადებული თამაზ ი, 1961 წელს დაბადებული დავით მ, 1961 წელს დაბადებული ოთარ მ, 1963 წელს დაბადებული ამირან შ, 1964 წელს დაბადებული ემზარ ხ, 1982 წელს დაბადებული ლავრენტი ტ, 1985 წელს დაბადებული რევაზ ტ, 1988 წელს დაბადებული დავით დ, 1978 წელს დაბადებული გია პ, 1968 წელს დაბადებული გიორგი ლ, 1974 წელს დაბადებული ვახტანგ თ, 1985 წელს დაბადებული თამარ ვ, 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჩ. ამხილეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ადიგენში, ახალციხესა და ბორჯომში უკანონოდ მოჭრილი, სარეალიზაციოდ გამზადებული 65 კუბური მეტრი სამასალე მერქანი ამოიღეს და 11 უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)