|
2017-01-25 14:46:12, 1578 ნახვა
კომენტარი
ჭიაბერაშვილი: ხელისუფლებამ გადასახადები უნდა შეამციროს, რაც კრიზისის დროს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯებია
"საქართველოს ეროვნული ბანკის დღევანდელი განცხადება ადასტურებს იმას, რასაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა და გადასახადების ზრდის შესახებ ვამბობდით და რასაც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს წევრმა ზურაბ შიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, საქართველოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი საერთშორისო რეიტინგებზე უკვე აისახა. "ერობნულლი ბანკის დღევანდელ განცხადებაში წერია, რომ „2017 წელს ინფლაცია ძირითადად მიზნობრივ მაჩვენებელზე ზემოთ იქნება. ...აღსანიშნავია სამომხმარებლო ფასებზე აქციზის ზრდისა და გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენა.“ ინფლაციური მოლოდინების მოსათოკად, ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მომდევნო ორი კვარტალის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივად გაზრდას 7%-მდე. ანუ რა მივიღეთ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის უგუნური და მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად: - მთავრობამ გაზარდა გადასახადები, აქციზი და, შესაბამისად, გაძვირდა ბენზინი, დიზელი, გაზი; „ბლუმბერგის“ გლობალური რისკების რეიტინგში საქართველო ინვესტიციებისათვის ყველაზე სარისკო ქვეყნების ჯგუფში აღმოჩნდა, რაც, ერთი მხრივ, ივანიშვილის მთავრობის უგუნური და მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, მეორე მხრივ კი, ინვესტიციების კლების შემდგომი მიზეზი შეიძლება გახდეს", - განაცხადა პოლიტიკოსმა. მისივე შეფასებით, ხელისუფლებამ გადასახადები უნდა შეამციროს, რაც ეკონომიკური კრიზისის დროს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯებია. "„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჯიუტად უარს ამბობს გადასახადების შემცირებასა და საბიუჯეტო ხარჯების ფლანგვის პრაქტიკის დასრულებაზე, რაც ასეთი ეკონომიკური კრიზისის დროს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯებია", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)