|
2017-01-24 15:14:49, 2367 ნახვა
საზოგადოება Lifestyle
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებს, ცერცვაძის რუსეთში ექსტრადირებით
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიზეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და მთავრობამ ქართველი სამხედროს რუსეთში ექსტრადირებით თავი არ შეირცხვინონ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი Facebookის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართული შეიარაღებული ძალების ოფიცერი გიორგი ცერცვაზე მამაცურად იბრძოდა რუსი აგრესორების წინააღმდეგ 2008 წელს და მაშინაც როდესაც რუსები უკრაინაში შეიჭრნენ. "ის უკრაინაში ჩამოვიდა ქვეყნის დასაცავად, ისევე როგორც სხვა მრავალი ქართველი. გია ბევრ საიდუმლო ოპერაციაში მონაწილეობდა დონბასში, მოგვიანებით კი უკრაინული სპეცრაზმის ინსტრუქტორი გახდა. რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ საქართველოს ხელისუფლებას ძალიან არ უყვარს უკრაინისთვის მებრძოლი სამხედროები, ბევრ მათგანზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ქართულმა სპეცსამსახურებმა რუსეთს ცერცვაძის პირადი მონაცემები გადასცეს, რამაც რუსებს საშუალება მისცა, ის დაედანაშაულებინათ ფაბრიკაციულ საქმეში და ძებნა გამოეცხადებინათ. ეს მოსკოვის მხრიდან ჩვეულებრივი პრაქტიკაა და მას კარგად იცნობენ უკრაინაში", - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, გაუკვირდა, როდესაც ოფიციალური მოსკოვის მოთხოვნით ცერცვაზე უკრაინაში დააკავეს და რუსეთში მისი ექსტრადირების საკითხის განხილვა დაიწყეს. "უკრაინის სასამართლოს ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა, იქამდე სანამ ექსტრადიციის საკითხი არ გადაწყდება. საზოგადოებრივი რეზონანსის შემდეგ, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ცერცვაძეს გაათავისუფლებენ, თუ ის მიიტანს ცნობას, რომ ნამდვილად მონაწილეობდა АТО-ს ოპერაციებში, თუმცა უკრაინის უშიშროების სამსახური, ოპერაციის საიდუმლოების გამო, აღნიშნული ცნობის გაცემაზე უარს ამბობს", - აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა. მიხეილ სააკავილმა უკრაინის ხელისუფლებას მიმართა და პეტრო პოროშენკოს მოუწოდა საქმით დაინტერესდეს. "მინდა მივმართო უკრაინის ხელისუფლებას - თავი არ შეირცხვინოთ! განა ოფიციალურად დადასტურებული ცნობა, რომ ის მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში, საკმარისი მიზეზი არაა, რომ არ გადასცეთ ის მტერს, სადაც სასიკვდილო საფრთხის წინაშე დადგება. დღეს ასე ექცევიან ქართველ გმირებს, ხვალ კი უკრაინის ხელისუფლება ასევე მოექცევა უკრაინის გმირებს. თუ ქვეყანას არ შეუძლია დაიცვას მისი დამცველები, ვინ დაიცავს მას ბოლომდე? პოროშენკო სასწრაფოდ უნდა ჩაერიოს აღნიშნულ საკითხში და ხელისუფლებას დიდი სირცხვილი აარიდოს", - განაცხადა სააკაშვილმა. ცნობისთვის, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე უკრაინაში რამდენიმე დღის განმავლობაში დააკავეს. რუსეთი მას მკვლელობაში ადანაშაულებს და მის ექსტრადირებას ითხოვს.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)