|
2017-01-23 18:30:07, 1988 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ელენე ხოშტარია: მთავრობამ უნდა მოგვცეს გარანტია, რომ ცერცვაძე რუსეთს არ გადაეცემა
ფრაქცია „ევროპული საქართველო -უკეთესი მომავლისთვის“ ბიუროს სხდომაზე შინაგან საქმეთა, საგარეო და იუსტიციის მინისტრების თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დაბარების საკითხს დააყენებს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ელენე ხოშტარიამ განაცხადა, მთავრობამ უნდა განმარტოს, თუ როგორ მოხვდა პერსონალური ინფორმაცია ქართველი სამხედროს შესახებ რუსეთის ბაზაში, ასევე მისცენ გარანტია, რომ ცერცვაძე რუსეთს არ გადაეცემა. "დღეს, ჩვენი სახელწმიფოს რეაგირებაზეა დამოკიდებული გადასცემენ თუ არა ამ ადამიანს რუსეთს, ზოგადად ამ ადამიანის ბედი და ჩვენი ქვეყნის ღირსება , თუ ჩვენ ვაპირებთ იმ რეაქციებით, რაც დღეს მოვისმინეთ , ქუცნაშვილის რეაქციით, რომელმაც მას უწოდა მკვლელი, და თქვა, რომ უნდა ვითანამშრომლოთ, მთავრობის რეაქციით, რომ მას ეს არ ეხება და არაფერი არ იციან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ღირსებასთან ერთად ამ კონკრეტული ადამიანის ბედს ვაბარებთ მტერ სახელმწიფოს, ამიტომ ჩვენ გვექნება კატეგორიული მოთხოვნა და ეს არ არის ჩვენი პარტიის ინტერესი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი, და ყველა ადამიანის ინტერესი, მოვიდნენ მინისტრები, გასცენ პასუხები კითხვებს და მოგვცენ გარანტია, რომ ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთს",-აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)