|
2017-01-23 16:44:50, 1247 ნახვა
პოლიტიკა
„რესპუბლიკური პარტია“: პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას
საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა და სახელისუფლებო უფლებამოსილებების შემცირება საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას. როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში შექმნილი ვითარება ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლება ყოველმხრივ ცდილობს განიმტკიცოს ერთპიროვნული ძალაუფლება და მყარი გარანტიები შეიქმნას საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების გზით. „ჩვენ, რესპუბლიკელები, როგორც, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არა მარტო კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო, არამედ უკანასკნელი 38 წლის განმავლობაში მუდმივად იმყოფებოდა პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში, თვალნათლივ ვხედავთ წინა ხელისუფლებების მიერ დაშვებული შეცდომების განმეორების საფრთხეს. საფრთხე ემუქრება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის საყოველთაოდ აღიარებულ და საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირებულ იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რასაც ჰქვია ხელისუფლების დანაწილება, ურთიერთბალანსი და კონტროლი. მახინჯი საარჩევნო სისტემის მეშვეობით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მიღებული ხმების ნახევარზე ნაკლებით, პარლამენტში მანდატების სამი მეოთხედი გაიფორმა. დღეს პარლამენტი არათუ არ აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არამედ მისი ნების აღმსრულებლად გვევლინება. ასევე, წინა ხელისუფლების მორჩილ მოსამართლეთა (რომლებმაც თავი დაგვამახსოვრეს სამარცხვინო, უკანონო და ქვეყნისთვის დამაზარალებელი გადაწყვეტილებებით) გადაბირების გზით ხელისუფლებამ არაფორმალურად დაიქვემდაბარა სასამართლო სისტემა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ არსებულ პირობებში საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი არის მხოლოდ ბუტაფორია და შესაბამისად, საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის დახვეწა-სრულყოფაზე ლაპარაკი კონსტიტუციის ცვლილებების მოსურნე ხელისუფალთაგან არის ტყუილი და საზოგადოებისთვის თვალის ახვევის მცდელობა. ასეთ პირობებში განსაკუთრებული როლი ენიჭება საქართველოს პრეზიდენტს, როგორც პერსონალურად, ასევე ინსტიტუციურად, რადგან დღეს ის არის ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც ინარჩუნებს დამოუკიდებლობას ერთი ადამიანისა და მისი გუნდისაგან. ის არის მათი თვითნებური გადაწყვეტილებების ერთადერთი შემაფერხებელი სუბიექტი. ამ ვითარებაში, ჩვენთვის მიუღებელია როგორც პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღება, ისე სახელისუფლებო ფუქნციებისგან, განსაკუთრებით საკადრო საკითხებიდან პრეზიდენტის ჩამოშორების მცდელობა. ამიტომ პრეზიდენტი არსებული სახელისუფლებო უფლებამოსილებებით კვლავ უნდა აირჩეს პირდაპირი წესით, მას უნდა დარჩეს უშიშროების საბჭო და უფლებამოსილებები ქვეყნის თავდაცვის სფეროში. მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში სწორედ პრეზიდენტის უფლებამოსილების და არჩევის წესის შენარჩუნებით ჩვენ, საპარლამენტო რესპუბლიკის მნიშვნელოვან კომპონენტებსაც შევინარჩუნებთ და კონსტიტუციურადაც არ გადავჩეხავთ ქვეყანას პერსონალური უპასუხისმგებლო მმართველობის მორევში“,-ნათქვამია განცხადებაში.
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)