|
2017-01-23 15:28:03, 1386 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან უილიამ ლაჰიუსთან შეხვედრა გამართა. როგორც "ექსპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და ალიანსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. უწყების ცნობით, თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრმა მიმდინარე 17 იანვარს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართული ვიზიტის შესახებ ისაუბრა. კერძოდ, მან მიმოიხილა ნატოს გენერალურ მდივანთან ორმხრივი შეხვედრისა და ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომის შედეგები, რომლის ფარგლებშიც 2016 წლის, რიგით მერვე წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესრულებასა და საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ალიანსთან მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიაში მონაწილეობაზე იმსჯელეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ალიანსთან საქართველოს სტრატეგიული განხილვების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ შავ ზღვაზე ნატოს უფრო აქტიური ჩართულობა ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას. საუბარი, ასევე შეეხო, როგორც სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერების, ასევე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას. ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ალიანსის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. (NS)
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)