|
2017-01-21 18:05:52, 982 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძის მეუღლე სოფიო ბაკურიძე შუახევში „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, რომელიც ასოციაცია „ერთმანეთისთვის" ხელმძღვანელობს, შუახევის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის" წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ბარათაულის საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც „ქალთა ოთახის" პრეზენტაციასა და გეგმებს თემის ყველა სოფლის წარმომადგენელი ქალბატონი ესწრებოდა. სოფიო ბაკურიძე მათ საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე და ჩართულობის აუცილებლობაზე ესაუბრა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი" სწორედ ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისათვის მუშაობს. მათ ასევე ევალებათ კონსულტაციების გაცემა ყველა საჭირო საკითხზე : მუნიციპალიტეტის, რეგიონის და ქვეყნის მასშტაბით განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ პროგრამებსა და სერვისებზე. ასოციაცია „ერთმანეთისთვის" რეგიონში ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს. ასოციაციის ხელმძღვანელი სოფიო ბაკურიძე განსაკუთრებული ინტერესით სწავლობს მთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობას, იმ საჭიროებებს, რომელთა წინაშეც დგანან სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები ქალები, ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. დაიგეგმა შუახევის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის" წარმომადგენლებთან მომავალი თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება. შეხვედრის შემდეგ სოფიო ბაკურიძე იმავე სოფელში მცხოვრებ ჯინჭარაძეების ოჯახს ესტუმრა, სადაც 24 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოჩა ჯინჭარაძეს საჩუქრად მექანიკური ეტლი გადასცა. ბარათაულის თემში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა.
(NS)
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)