12:40 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 18:18:00, 2626 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დაგეგმილთან მიმართებაში 100,5%-ით შესრულდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა და საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები.

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, სახაზინო სამსახურის უფროსის, ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შესრულებულია გადაჭარბებით, 100,5%-ით და ნომინალურ გამოსახულებაში 10 მილიარდ 374.0 მილიონი ლარია. მისი თქმით, შესრულებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც და ნომინალურ გამოსახულებაში შეადგენს 10 მილიარდ 292,2 მილიონ ლარს,  გეგმა შესრულებულია  99,9%-ით.

„მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულებულია როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვით ნაწილში და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულია ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა მნიშვნელოვანი პროექტი და ვალდებულება. ცალკე უნდა აღინიშნოს დონორების მიერ გამოყოფილი სახსრების ათვისების მაჩვენებლები, რაც გრანტების ნაწილში 120,3%-ით არის შესრულებული, ხოლო დაფინანსების ნაწილში - 100,4%-ით",  - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა.  

ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულმა თანხამ 2016 წლის 31 დეკემბრისთვის 704,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 81,8 მლნ ლარით აღემატება წლის დასაწყისისთვის არსებულ მაჩვენებელს, ხოლო 61,8 მლნ ლარით - ბიუჯეტით განსაზღვრულ გეგმურ მაჩვენებელს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics