|
2017-01-19 15:20:09, 1048 ნახვა
რეგიონი
„ტურიზმის განვითარების სკოლა“ - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახალ პროექტს იწყებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებისა და სერვისის გაუმჯობესების მიზნით ახალ პროექტს „ტურიზმის განვითარების სკოლა“ იწყებს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ტურიზმის დარგის ექსპერტებსა და ჟურნალისტებს პროექტის მიზნები, სამოქმედო გეგმები და ურთიერთანამშრომლობის ფორმები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა კოლეგებთან ერთად დღეს გააცნო. როგორც სულხან ღლონტმა აღნიშნა, ტურიზმის განვითარების სკოლი“-ს ძირითადი პრიორიტეტი მაღალმთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის განვითარება იქნება. „პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აჭარის რეგიონში არსებული ყველა მუნიციპალიტეტის სოფლად არსებული განთავსების, კვების და სერვისის სხვა მიმწოდებელი ობიექტების საჭიროებების გამოვლენა და იქ არსებული პერსონალის სხვადასხვა მიმართულებით გადამზადება. გარდა ამისა, „ტურიზმის განვითარების სკოლა“-ში იგეგმება მაღალმთიან აჭარაში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი ტურისტული მარშრუტების მიმართულებით შესაბამისი პროფილის გიდების გადამზადება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი აჭარა გავხადოთ მთელი წლის განმავლობაში ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ადგილი შეუძლებელია სოფლის ტურიზმის, ეკოტურიზმის, სამთო-სათხილამურო, გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის გარეშე. მაღალმთიანი აჭარა თავისი ტურისტული პოტენციალითა და პროდუქტებით ამ მხრივ ეპიცენტრია. ამიტომ „ტურიზმის განვითარების სკოლი“-ს პრიორიტეტი და მთავარი მიზანი რა თქმა უნდა იქნება მაღალმთიან აჭარაში არსებული ტურისტული სერვისების გაუმჯობესება. ჩვენ, საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და სხვა განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვის, ასევე კვებისა და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებისთვის დარგის სპეციალისტებთან ერთად შევიმუშავებთ სპეციალურ სასწავლო პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც ისინი შეისწავლიან თუ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს მათი ობიექტები, როგორ უნდა შესთავაზონ სერვისები ტურისტებს, როგორ განავითარონ ბიზნესი რათა უფრო მიმზიდველები გახდნენ მომხმარებლებისთვის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ჩვენი პრიორიტეტია აჭარა იყოს ოთხივე სეზონზე დატვირთული ტურისტული ადგილი და ამ ყველაფერს ცალსახად ხელს შეუწყობს „ტურიზმის განვითარების სკოლა“,- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პროექტის ფარგლებში მჭიდროდ ითანამშრომლებს სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორთან. „ტურიზმის განვითარების სკოლა“-ში აქტიური სასწავლო პროცესების დაწყება მიმდინარე წლის 1 მარტიდან იგეგმება. (NS)
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)