|
2017-01-16 14:06:48, 1936 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კორნელი კაკაჩია: მიუხედავად მინუსებისა, „ნაციონალურ მოძრაობას“ პროდასავლური ნიშა ყოველთვის მყარი ჰქონდა
ექსპერტ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მოსახლეობის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, "ნაციონალური მოძრაობაა". როგორ კაკაჩიამ „ექსპრესნიუსს“ NDI-სკვლევის კომენტირებისას განუცხადა, ამ პარტიისადმი ზოგადად საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, ბოლო პერიოდამდე „ნაციონალური მოძრაობა“ პროდასავლურ ნიშას მაინც მყარად ინარჩუნდება, რაც ამომრჩევლებისთვის, რომლებსაც ძალიან მკვეთრი ევროატლანტიკური ხედვები აქვთ, უცხო არ უნდა ყოფილიყო: „“ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით,“ ნაციონალურ მოძრაობას“ , მიუხედავად მისადმი ნეგატიური დამოკიდებულებისა ზოგადად საზოგადოებაში, ამ სეგმენტში ამომრჩევლების, რომლებსაც აქვთ ძალიან მყარი ევროატლანტიკური ხედვები, ამ პარტიას ერთ-ერთი პროევროპული და პროდასავლური პარტიის ნიშა ჰქონდა აღებული . ახლა, პარტიის გაყოფის შემდეგ, როგორ იქნება ეს არვიცით, რამდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდება თითოეული ეს ჯგუფი, მაგრამ მემგონი გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან მიუხედავად იმ მინუსებისა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიძლება ჰქონოდა, მათ ეს პროდასავლური ნიშა ყოველთვის მყარი ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, ალბათ ამ ტიპის ამომრჩევლისთვის ეს არ უნდა იყოს უცხო“,-განაცხადა კორნელი კაკაჩიამ. შგახსენებთ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოსახლეობის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, "ნაციონალური მოძრაობაა". გამოკითხვის თანახმად, საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით (ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებით) მოსახლეობის ამ შეხედულებასთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია "ნაციონალური მოძრაობაა" - 72%-ით, "ქართული ოცნება" - 52%, 48% - არცერთი პარტია, 54%-მა - სხვა პარტიები დაასახელა, 47%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 46% - პასუხისგან თავი შეიკავა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)