|
2017-01-14 12:28:30, 1260 ნახვა
სამხედრო
ქართველმა სამხედროებმა ქაბულში შობა-ახალი წელი აღნიშნეს
ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინაში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა შობა-ახალი წელი აღნიშნეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება I ქვეითი ბრიგადის „ალფა” ასეულის ინიციატივით გაიმართა. ასეულის მეთაურმა, კაპიტანმა ცოტნე ჩაჩუამ ქართველ სამხედროებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საერთაშორისო მისიის წარმატებით დასრულება უსურვა. მოწვეული სტუმრებისთვის საქართველოს ისტორიის, შეიარაღებულ ძალების, ტრადიციების და კულტურის შესახებ კინოჩვენება გაიმართა. მოგვიანებით, სტუმრებმა ქართული ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეების მიერ მომზადებული კერძები მიირთვეს. ქართველი სამხედროების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის მეთაური, პოლკოვნიკი სეტ გლედსტოუნი, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მრჩეველთა ოფისის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ვილიამ ბარლესონი, ავსტრალიელ მრჩეველთა ჯგუფის მეთაური, ბრიგადის გენერალი ჯეისონ ვოლკი, ავღანეთში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა მეთაური, ბრიგადის გენერალი ედვარდ ბენტი, ასევე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლობის წარმომადგენლები, აშშ-ის არმიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის, თურქეთის, ბულგარეთის, ავსტრალიის, იტალიის, ლიტვის, მაკედონიის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები დაესწრნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ასეული საერთაშორისო მისიაში ოქტომბრის თვიდანაა ჩართული. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინის შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა, ბაზაზე მყოფი მაღალი რანგის პირების და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)