|
2017-01-12 14:12:08, 3138 ნახვა
საზოგადოება კომენტარი Lifestyle
მარია გაბრიელი: ევროპარლამენტი მტკიცე სიგნალს აგზავნის, რომ საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს
საქართველოს ვიზალიბერალიზაციისადმი დიდი უმრავლესობით მხარდაჭერით ევროპარლამენტი მტკიცე სიგნალს აგზავნის, რომ საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს, - ამის შესახებ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი Twitterის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც საქართველოს მომხსენებელმა, კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორია და უვიზო მიმოსვლა რაც შეიძლება მალე უნდა დაწესდეს. "გვინდა, რომ ევროკავშირი მეგობრების გარემოცვაში იყოს. საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და უვიზო მიმოსვლა რაც შეიძლება მალე უნდა დაწესდეს. ჩვენ არა მხოლოდ ვაახლოებთ საქართველოს მოსახლეობას ევროპულ ღირებულებებთან, არამედ ევროკავშირს უფრო უსაფრთხოს ვხდით. საქართველო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში გვეხმარება", - განაცხადა მარია გაბრიელიმ. არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს სავარაუდოდ 2 თებერვალს განიხილავენ.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)