|
2017-01-12 13:10:56, 1774 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ზალკალიანი: ჯონ ქერიმ საქართველოს პრემიერისა და მთავრობის საქმიანობას ძალიან მაღალი შეფასება მისცა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერისთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. ზალკალიანის განმარტებით, ეს იყო ერთსაათიანი გაჩერება თბილისის აეროპორტში, რა დროსაც სახელმწიფო მდივანს მიაწოდა სრული ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტოერიებზე შექმნილ ვითარებასთან და ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით. „მადლობა გადავუხადე საქართველოს მთავრობის სახელით. ბოლო წლებში საქართველოსთან მიმართებაში გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. სახელმწიფო მდივანმა ძალიან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერისა და მთავრობის საქმიანობას ქვეყანაში, ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით. აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს და მომავლშიც დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“,-განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, საქართველოს ხანმოკლე ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისმა თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა. მათივე ცნობით, სახელმწიფო მდივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან შეხვედრა გამართა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)