|
2017-01-11 15:09:12, 1990 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გელა ვასაძე: ყველანაირად აჯობებდა, „გაზპრომისგან“ ტრანზიტის საფასური ნედლეულის სახით მიგვეღო
ექსპერტის საერთაშორისო საკითხებში, გელა ვასაძის განცხადებით, თუ „გაზპრომის“ მიერ გადახდილი თანხა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ საქართველომ აზერბაიჯანიდან გაზი უპრობლემოდ შეისყიდოს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ნორმალური მოლაპარაკების შედეგია. ამის შესახებ ვასაძემ „ექსპრესნიუსს“ მთავრობასა და გაზპრომს შორის მიღებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს ნედლეულის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს. მისივე განმარტებით, თუ გადახდილი საფასური აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის შესაძენად საკმარისი არ იქნება, ქვეყანა დაზარალდება. "ყველანაირად აჯობებდა, რომ ნედლეულის სახით მიგვეღო ტრანზიტის საფასური. რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ ვერ გეტყვით, იქიდან გამოდინარე, რომ საზოგადოებისთვის დეტალები და კერძოდ ტრანზიტის ფულადი საფასური უცნობია. ამასთან, თუ ფულადი საფასური ისეთი იქნება, რომ ამ თანხით ჩვენ აზერბაიჯანიდან გაზს უპრობლემოდ შევისყიდით, მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ნორმალური მოლაპარაკების შედეგია. თუმცა, თუ საფასური საკმარისი არ იქნება, ქვეყანა დაზარალდება და აქედან გამომდინარე დათმობებზე წასვლა არ შეიძლებოდა", - განაცხადა ვასაძემ. მისივე თქმით, თუ სქემა განხორციელდა, ის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დაარტყავს. "ახლა "გაზპრომი" ყველანაირად შეეცდება, რომ გაზარდოს თავისი წილი საქართველოს ბაზარზე და ერთადერთი ხერხია იმის, რომ ფული გადაგვიხადოს და მერე თავისი ფასით მოგვყიდოს საკუთარი ბუნებრივი აირი. ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ ეს სქემა თუ განხორციელდა, რა თქმა უნდა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დაარტყავს", - აღნიშნა ექსპერტმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით, „გაზპრომ-ექსპორტის“ საბოლოო წინადადება განიხილა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო.
რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინული სოფლების აღების ათობით ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი აღმოჩნდა
პარლამენტმა დავით მამისეიშვილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.
გახარია: ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთ ოპოზიციურ პარტიასაც კი ვერ აიტანა
ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი 1000 ლარით დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)