|
2017-01-09 12:32:53, 1795 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ისრაელის პრეზიდენტი: ტერორიზმი მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს ერთგულებას იერუსალიმისადმი, ჩვენი რწმენისადმი
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის პრეზიდენტის რუვენ რივლინის განცხადებით, ტერორიზმი ვერასოდეს გაიმარჯვებს, ის მხოლოდ გააძლიერებს ერთგულებას იერუსალიმისადმი და რწმენისადმი. მან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ნებისმიერი სახის ტერორიზმი და ძალადობა დაგმო: „მე ჩამოვედი იერუსალიმიდან, ესაა წმინდა ქალაქი, ესაა ქალაქი, სადაც ახლა ვგლოვობთ ტერორიზმის მსხვერპლთ. ტერორიზმი ვერასოდეს გაიმარჯვებს. ის მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს ერთგულებას იერუსალიმისადმი, ჩვენი რწმენისადმი. ჩვენ საერთო, ზიარი საფრთხის წინაშე ვართ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო. ვგმობთ ტერორიზმს, ნებისმიერი ტიპის სიძულვილს, ვართ ერთიანი, რომ თვალი გავუსწოროთ და დავამარცხოთ ეს საფრთხე“,-განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა. რუვენ რივლინმა საქართველოს ისრაელის სახელმწიფოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა: „დიდი მადლობა დახმარებისთვის, თქვენ ყოველთვის მხარს უჭერდით ისრაელს მძიმე წუთებში. ჩვენ გვჭირდება ეს დახმარება, ვამაყობთ იმით, რომ ვართ მეგობრები საქართველოსი, დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენ თავს ვგრძნობთ აქ, როგორც საკუთარ სახლში“,-აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)