|
2017-01-09 09:54:20, 1739 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ნიკა გვარამიას ადვოკატი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს მუხლით, რომელიც დევნას ჩადენილს ძალადობით, პოლიტიკური შეხედულებებით ან საზოგადოებრივი აქტივობით, გულისხმობს. მისივე თქმით ის მუხლი, რომლითაც ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს, აბსურდულია. "126-ე მუხლით ამ ქმედების დაკვალიფიცირება შეიძლება მიზნად ისახავდეს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მსუბუქი სასჯელი იქნეს გამოყენებული დამნაშავის მიმართ და შესაბამისად, მას არ დაეკისროს პასუხისმგებლობა კანონის გათვალისწინებული წესით“, - განაცხადა საძაგლიშვილმა. ცნობისთვის, მუხლის გადაკვალიფიცირებაზე განცხადება ნიკა გვარამიამაც ისაუბრა. გვარამიას თქმით, მასზე თავდასხმა იყო ჯგუფური. “თუ ჩემ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს მოტივი არ ქონდა, მაშინ ჯგუფური ხულიგნობაა. თუ მოტივი ჩემი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობაა, მაშინ სიძულვილის დანაშაულია და დევნა ძალის გამოყენებით. კვალიფიკაცია, რომელიც ჯერ-ჯერობით აქვს საქმეს - ძალადობა, სრულიად არაადეკვატურია. თავდასხმა იყო ჯგუფური", - წერს ნიკა გვარამია.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)