|
2017-01-06 10:54:24, 916 ნახვა
რეგიონი
წარმატებული პიარკამპანია #გარეთკაია და საახალწლო ღონისძიებები ბათუმში დასრულდა
ბათუმში საახალწლო ღონისძიებები დასრულდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ღონისძიებების მთავარი ეპიცენტრი ევროპის მოედანი განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. მათივე ინფორმაციით, მოედანი თავისი საახალწლო ეზოთი, ქალაქის მთავარი ნაძვის ხითა და მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამით ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრების თავშეყრის საყვარელ ადგილად იქცა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, მთლიანი საახალწლო პროგრამა ერთიანი პიარკამპანიის „#გარეთკაია“ ფარგლებში გააერთიანა, რასაც პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელსა და მედიაში. დეპარტამენტის facebook გვერდზე visitbatumi პოსტების წვდომამ 25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით 1 065 111 მიაღწია, ჩართულობამ კი 56 109-ს. წელს, საახალწლო ღონისძიებებზე განსაკუთრებული მოწონება და ჩართულობა გათამაშებებმა გამოიწვია, რომელიც „საახალწლო ეზოს პასპორტი“-თ 1-2 იანვარს გაიმართა. გათამაშებაში მონაწილეობა 1191-მა ადამიანმა მიიღო, პრიზები და საჩუქრები კი 14-მა ადამიანმა მოიგო. გათამაშებების მთავარი პრიზი იყო კურორტ „გოდერძი“-ს ორკაციანი, ორდღიანი საგზური, რომელიც თინატინ ეგუტიძემ და თამარ არძენაძემ მოიგეს. საგზურის გარდა საახალწლო ეზოს პასპორტით აჭარაში არსებული მაღალი კლასის სასტუმროებისა და რესტორნების მიერ დაწესებული პრიზები გათამაშდა. („ჰილტონი“, „რედისონ ბლუ ბათუმი“, „კოლიზეუმ მარინა“, „კასტელო მარე“, „ინტურისტ პალასი“, „ეუფორია“, „დივან სუიტი“, „ტერასა ასკანელი“ და „რენე“). „საახალწლო ეზოს პასპორტი იყო სასიამოვნო სიახლე ჩვენი სტუმრებისთვის, რადგან ის გარდა აფიშისა იყო ბილეთი სხვადასხვა პრიზებისა და საჩუქრების მისაღებად. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საახალწლო ეზოს პასპორტის აქციამ გაამართლა და მასში ბევრი ადამიანი ჩაერთო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასევე წარმატებული იყო ჩვენი პიარკამპანია #გარეთკაია, რაზეც სოციალურ ქსელში ჩვენი თანაქალაქელებისა და არამარტო მათ მიერ ყოველდღიუღ რეჟიმში გამოქვეყნებული ათასობით პოსტი და კომენტარი მეტყველებს. პოზიტიურ დამოკიდებულებასა და ადამიანების ჩართულობას რა თქმა უნდა ხელი შეუწყო იმ თბილმა გარემომ, რაც ევროპის მოედანზე საახალწლო ეზოთი, დეკორაციებითა და საკონცერტო პროგრამით შეიქმნა. ევროპის მოედანი 25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ნამდვილად იყო ახალი წლის პოზიტიური განწყობისა და დადებითი ემოციების მიღების ადგილი,“ -განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა ქეთევან დოჭვირმა. (NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)