|
2017-01-05 20:13:33, 2573 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
სებ-ი მოსახლეობას მოუწოდებს, თანხების ინვესტირებისას მხოლოდ გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ
საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თანხების ინვესტირებისას მხოლოდ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ, - ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქეთა სიფრთხილე განსაკუთრებით აუცილებელია, ისეთ იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, რომლებზეც არსებული კანონმდებლობით სებ-ის მხრიდან შესაბამისი რეგულირების ჩარჩო არ ვრცელდება. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით მოჰკიდებოდნენ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საბაზროსთან შედარებით გაცილებით მაღალ საპროცენტო სარგებლს სთავაზობდა კლიენტებს საკუთარი თანხის დაბანდების სანაცვლოდ (2013, 2016, 2016). მოქალაქეთა სიფრთხილე განსაკუთრებით აუცილებელია, ისეთ იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას რომლებზეც არსებული კანონმდებლობით სებ-ის მხრიდან არ ვრცელდება შესაბამისი რეგულირების ჩარჩო.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)