|
2015-03-27 10:04:05, 512 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ში იმიტირებული პროცესი სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა ჩაატარეს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისთვის II” ფინალური ეტაპი გაიმართა. პროექტი იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სასაწავლო ცენტრის მიერ ერთობლივად განხორციელდა. პროექტში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. პროცესზე "ბრალდებულს", "მოსამართლეს", "პროკურორსა" და "ადვოკატს" სკოლის მოსწავლეები განასახიერებდნენ, „ნაფიცმსაჯულების“ როლი კი სტუდენტებს ერგოთ. „სხდომაზე“ „განზრახ მკვლელობის მუხლით“ აღძრული „საქმე“ განიხილეს. ჟიურიმ შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით პროცესის 3 საუკეთესო მონაწილე გამოავლინა, რომლებსაც სს „ბაზისბანკისგან“ საჩუქრად პლანშეტები გადაეცათ. საუკეთესოებად დასახელდნენ „პროკურორი“ ლუკა ხაბაზიშვილი, „ბრალდების მოწმეები“ ნინო გაგოძე და უჩა ოდიშელიძე. პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და იურიდიული შინაარსის ლიტერატურა გადაეცა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლელა ცერცვაძე, „ბაზისბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი თამარ ხადური და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება თორნიკე დარჯანია. პროექტის მიზანია მესამე და მეოთხე საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის ადვოკატირების უნარ-ჩვევების გამომუშავება, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება, სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამართლის დარგით და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. აღსანიშნავია, რომ იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩატარებამდე მონაწილეებმა იუსტიციის სასაწავლო ცენტრში იმიტირებული პროცესის სპეციფიკის, სისხლის სამართლისა და იმიტირებული პროცესის განსახილველი საქმის შესახებ ტრენინგი გაიარეს. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სკოლის მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება და დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობა.
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)