|
2017-01-05 11:05:16, 2224 ნახვა
ეკონომიკა
„თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება 2016 წელს ჩინეთის ძირითადი ეკონომიკური მოვლენების ათეულში მოხვდა
2016 წლის ჩინეთის 10 ძირითადი ეკონომიკური მოვლენის სიაში საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" შეთანხმება მერვე ადგილზე მოხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შესაბამისი გამოკითხვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს ინიციატივით 2016 წლის დეკემბერში ჩატარდა. „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" ჩინეთ-საქართველოს შორის წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკებების საკითხს ჩინეთის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის „ვეისინის" მომხმარებელთა უმრავლესობამ მისცა ხმა. ხსენებულ გამოკითხვაში პირველი ადგილი დაიკავა ჩინეთ-აშშ-ს კომერციისა და ვაჭრობის გაერთიანებულმა კომისიამ, რომლის 27-ე სხდომა 2016 წელს ვაშინგტონში გაიმართა, ათეულში ასევე მოხდა „ჩინეთის იმპორტ-ექსპორტის" 120-ე გამოფენა, თავისუფალი სავაჭრო ზონების გახსნა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში წლის ათი მთავარი ეკონომიკური მოვლენის გამოსავლენად გამოკითხვა ყოველ წელს ტარდება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გამართვის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ხელი მოეწერა 2015 წლის 9 მარტს, საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის დროს. გადაწყვეტილება აღნიშნული მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, 2015 წელს ჩინეთში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრისას მიიღეს. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე მემორანდუმი თბილისში 2016 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული, მისი ამოქმედების შემდეგ კი საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)