|
2017-01-03 09:59:43, 907 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის ინიციატივით, უსინათლოთა საზოგადოების 300-მდე წევრს საახალწლო ნობათი დაურიგდა
აჭარის მთავრობის ინიციატივით, 31 დეკემბერს უსინათლოთა საზოგადოების 300-მდე წევრს საახალწლო ნობათი დაურიგდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საახალწლო საჩუქრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ სოფიო ბაკურიძემ და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ დაარიგეს. საქველმოქმედო აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ. სოფიო ბაკურიძემ და რამაზ ჯინჭარაძემ შეკრებილ საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს . "ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღების გამოჩენა ამ ადამიანების მიმართ, მითუმეტეს წინასაახალწლო დღეებში, როცა ყოველ ოჯახს დამატებით უამრავი საჭიროება უჩნდება. მინდა მშვიდობით და სიკეთით სავსე წელი ვუსურვო ყველა მათგანს",-განაცხადა განაცხადა ჯინჭარაძემ. (NS)
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)