|
2015-03-26 15:42:17, 469 ნახვა
პოლიტიკა
ზურა ჯაფარიძე: კვლავ ვიხილეთ ივანიშვილის პირადი მსახურის მორიგი ტყუილების კასკადი
„ჩვენ კვლავ ვიხილეთ ივანიშვილის პირადი მსახურის მორიგი ტყუილების კასკადი“, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ პრესკონფერენციას. „ჩვენ კვლავ ვიხილეთ ივანიშვილის პირადი მსახურის მორიგი ტყუილების კასკადი და უტიფარი განცხადებები იმის თაობაზე, რომ მთავრობა მუშაობს ეფექტურად და ბოროტი ნაციონალების სექტა ხელს უშლის ხალხს დაინახონ ის სიკეთეები,რომლებსაც მთავრობა ქმნის. ქვეყნის ეკონომიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში და ეს მდგომარეობა კიდევ უფრო ღრმავდება, ლარი დღითიდღე უფასურდება და ამ დროს ნაცვლად იმისა,რომ პრემიერი საუბრობდეს სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე, ჩვენ ვისმენთ განცხადებას იმის თაობაზე თუ როგორი წარმატებული მმართველობვა აქვს ხელისფლებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ არ ესმით ხალხის ხმა და ისინი ბოლომდე დაცილდნენ მოსახლეობას. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ეს მთავრობა უნდა წავიდეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ. გარდა ამისა, ჯაფარიძე პრემიერის განცხადებას 21 მარტის აქციასთან დაკავშირებითაც გამოეხმაურა იგი ხალხის მოსყიდვის თაობზე პრემიერის განცხადებას სასაცილოს უწოდებს. „რაც შეეხება ბრალდებას 21მარტს ხალხის მოსყიდვის თაობაზე უბრალოდ სასაცილოა რადგან ჩვენ გვაქვს მწირი რესურსი და ჩვენი აქცია იყო საკმაოდ ხალხმრავალი. იქ მოსული ყველა ადაიანი არ იყო ნაციონალური მოძრაობის მომხრე. ისინი იყვნენ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ უუნარო მთავრობა უნდა წავიდეს და ვიღაცამ დაიწყოს ეკონომიკის გაუმჯობესებაზე ფიქრი. აქციები არის ხელისუფლებასთან ბრძოლის დემოკრატიული გზა და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ხერხს კანონის ფარგლებში იმისათვის, რომ ეს მთავრობა წავიდეს ვადაზე ადრე“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მედიასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა 2 საათნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ლუკაშენკომ ამერიკელებთან უარყო ბრალდებები ბელარუსში რეპრესიების გაგრძელების შესახებ
რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინული სოფლების აღების ათობით ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი აღმოჩნდა
პარლამენტმა დავით მამისეიშვილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.
გახარია: ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთ ოპოზიციურ პარტიასაც კი ვერ აიტანა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)