16:22 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-25 13:44:19, 2705 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ხელისუფლება ამ ეტაპზე ტუ-154-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს

რუსეთის ხელისუფლება ამ ეტაპზე ტუ-154-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს.

როგორც რუსეთის  საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტეს, ტერაქტის შესახებ ინფორმაციაზე მსჯელობა ახლა უადგილო იქნება.

„ამ დროისთვის ვისაუბროთ იმ მიზეზებზე რის გამოც განიცადა ტუ- 154-მა ავიაკატატროფა ნაადრევი იქნება“,-წერია საგანგებო სიტუაციების  სამინისტროში. 

ტელეკომპანია „ენ-ტე-ვეს“ ვერსიით, ავიაკატასტროფის  მიზეზი შესაძლოა, გამხდარიყო ჩიტი, რომელიც ძრავაში შევარდა.

ამ ვერსიას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში  არ ამყარებენ და აცხადებენ, რომ  დეტალური ინფორმაცია შავი ყუთის ნახვის შემდგომ გახდება ცნობილი.

ასევე, თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ  ექსპერტების მტკიცება, რომ თვითმფრინავი ექსპლუატაციაში არ უნდა ყოფილიყო ნაადრევია.

ცნობილი ხდება, რომ ტუ- 154 გამოშვებული იყო  1983 წელს.

თვითმფრინავმა ფრენა სულ 6689 საათი შეასრულა.

რამდენიმე ექსპერტმა გამოთქვა, მოსაზრება რომ თვითმფრინავი შესაძლოა ტექნიკუარდ გაუმართავი ყოფილიყო.

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
რუსეთის საგადასახადო სამსახურმა თამარა გვერდწითელის კომპანიის ანგარიშები დაბლოკა
თურქეთმა რუსული ქვანახშირის შესყიდვები შეაჩერა შავ ზღვაში უკრაინის მიერ გემებზე თავდასხმის შემდეგ
ტრამპი 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 2.7 მილიარდი დოლარით გამდიდრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics