|
2016-12-22 12:14:17, 1679 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კახა კალაძე: ამ ეტაპზე ელექტროენერგიაზე ტარიფები არ გაიზრდება
ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის საჭიროება არ არსებობს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ე.წ. ექსპერტებისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან არასერიოზული განცხადებები კეთდება: „ძალიან არასერიოზულ განცხადებებს ვისმენ ე.წ ექპსერტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან პარლამენტში ტარიფებთან დაკავშირებით. თითქოს, გრაფიკით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება, ტარიფები გაზირდება და ა.შ. ტარიფებს ადგენს მარეგულირებელი კომისია და გუშინ მათ გააკეთეს განცხადება. დღევანდელი გადმოსახედიდან ელექტროენერგიაზე ტარიფების მატება არ იქნება. ეს განცხადება მოვისმინეთ. გუშინ განიხილეს თბოსადგურების ტარიფები. გარკვეული მიმართულებით მოხდა მატება თბოსადგურების ტარიფებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომხმარებლო ტარიფები, ანუ ჩვეულებრივი მოქალაქე ელექტროენერგიაზე გადაიხდის გაძვირებულ გადასახადს. ასე რომ, თუ იქნება იმის აუცილებლობა კურსიდან გამომდინარე, რომ ტარიფები გადაიხედოს, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც განცხადებას გააკეთებს. დღეს ამის აუცილებლობა არ არის და ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკაონ აბსურდული და არასერიოზული განცხადებებისგან“,- აღნიშნა კალაძემ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)