15:34 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 08:55:39, 2531 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის მთავობამ ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე მაქსიმ სტეპანოვის კანდიდატურა დაამტკიცა

უკრაინის მთავრობამ ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სახელმწიფო საწარმოს, პოლიგრაფიული კომბინატის "უკრაინას" დირექტორის, მაქსიმ სტეპანოვის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შესახებ 7 ნოემბერს განაცხადა. მან უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. სააკაშვილის გადადგომა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 9 ნოემბერს დააკმაყოფილა.

მოგვიანებით მთავრობამ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მაქსიმ სტეპანოვმა გაიმარჯვა.

ცნობისთვის, მაქსიმ სტეპანოვი 39 წლისაა. 1999-2001 წლებში ის “ნაფტოგაზ უკრაინის” შვილობილი კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. 2003-2004 წლებში უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2008-2010 წლებში სტეპანოვი ოდესის ოლქის გუბერნატორის ნიკოლაი სერდიუკოვის  პირველ მოადგილედ მუშაობდა. იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემდეგ ის სერდიუკოვთან ერთად თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

პოლიგრაფიული კომბინატის “უკრაინას” დირექტორად სტეპანოვი 2011 წლის დეკემბრიდან მუშაობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მაქსიმ სტეპანოვს აქვს საერთო ბიზნესი ლეონიდ იურუშევიჩთან, რომელიც არსენი იაცენიუკის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგადასახადო სამსახურმა თამარა გვერდწითელის კომპანიის ანგარიშები დაბლოკა
თურქეთმა რუსული ქვანახშირის შესყიდვები შეაჩერა შავ ზღვაში უკრაინის მიერ გემებზე თავდასხმის შემდეგ
ტრამპი 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 2.7 მილიარდი დოლარით გამდიდრდა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics