17:24 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 20:37:36, 573 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ყარაულაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის, ტრანსფორმაციისა და განვითარების ქვეკომიტეტის დელეგაციასა და საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესების დაჩქარება და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება წარმოადგენს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებულ ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების ეფექტიანი და დროული იმპლემენტაციის აუცილებლობაზე და ნატო-ს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე აღნიშნულ პროცესში.

საუბარი, აგრეთვე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და მზარდი რუსული ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სახალხო დიპლომატიის კუთხით ძალისხმევის გააქტიურების აუცილებლობას. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინული სოფლების აღების ათობით ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი აღმოჩნდა
პარლამენტმა დავით მამისეიშვილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.
გახარია: ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთ ოპოზიციურ პარტიასაც კი ვერ აიტანა
ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი 1000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics