|
2016-12-21 14:48:08, 1742 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მამუკა მდინარაძე: მთავრობის ეკონომიკური გეგმის ამოქმედების შემდეგ, ვალუტასთან მიმართებაში სიტუაცია დაწყნარდება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მოუწოდებს, ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით არასწორი მოლოდინების შექმნას ხელი არ შეუწყონ. მდინარაძე დარწმუნებულია, მთავრობის ეკონომიკური გეგმის ამოქმედების შემდეგ, ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდება: „არავისთვის უცხო არაა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოწვევების წინაშეა. ალბათ, თავს მოვიტყუებთ, თუ ვიტყვით, რომ ჩვენს ქვეყანაში ვალუტასთან მიმართებაში ყველაფერი კარგადაა. ჩვენი ვალია, ამ გამოწვევბს შევხვდეთ მომზადებულები. ამ დღეების განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები ბევრს საუბრობენ მთავრობის წევრების დაბარებაზე.დამერწმუნეთ, როდესაც მთავრობის მიერ წარმოდგენილი, ჩვენს მიერ და არა მხოლოდ ჩვენს მიერ მოწონებული ეკონომიკური გეგმა მოქმედებაში მოვა და ამასთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვებიც იქნება, პირველი გამხმოვანებლები ამ კრიტიკული კითხვებისა, ჩვენ თავად ვიქნებით, არ ვაპირებთ ერთ ხმაში ვილაპარაკოთ მიუხედავად ჩვენი გუნდურობისა. ვაპირებთ, რომ ვიქნებით კრიტიკულები, საპარლამენტო კონტროლის ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერებას. კრიზისულ სიტუაციაში, ამ გეგმის ამოქმედებისას დარწმუნებული ვარ, დასტაბილურდება, დაწყნარდება სიტუაცია, ამას ყველა გათვლა, ყველა მოლოდინი რეალისტური, საგნობრივი მოწმობს.ნუ შევუწყობთ წინასწარ ხელს არასწორი მოლოდინების გაღვივებას. ჩვენს მოქალაქეებს ეს საკითხი ისედაც ძალიან აწუხებთ“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)