|
2016-12-16 12:57:40, 1726 ნახვა
კომენტარი
"ყველა ინსტიტუტმა კეთილი უნდა ინებოს, დაჯდეს სამუშაო მაგიდასთან, რათა კონსტიტუცია ერთად გავაუმჯობესოთ"
ყველა ინსტიტუტმა კეთილი უნდა ინებოს, გამოიჩინოს კეთილგონივრულობა და დაჯდეს სამუშაო მაგიდასთან, რათა კონსტიტუცია, ფუძემდებლური სამართლებრივი ტექსტი ერთად გავაუმჯობესოთ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, თუკი რომელიმე ინსტიტუტი უარს იტყვის კომისიაში მუშაობაზე, მხოლოდ ამ მოცემული ინსტიტუტის პრობლემა იქნება. „მე რომ არ ვიყო ამ კომისიის წევრი, ეს კომისია მაინც იქნება ლეგიტიმური; რომელიმე ახლანდელი წევრი რომ არ იყოს წევრი, ეს კომისია მაინც იქნება ლეგიტიმური. ამიტომაც, ალბათ ყველა ინსტიტუტმა კეთილი უნდა ინებოს, გამოიჩინოს კეთილგონივრულობა, დაჯდეს სამუშაო მაგიდასთან სხვა ინსტიტუტებთან, რათა კონსტიტუცია, ჩვენი ძირითადი კანონი და ფუძემდებლური სამართლებრივი ტექსტი ერთად გავაუმჯობესოთ. თუკი რომელიმე ინსტიტუტი უარს იტყვის ამაზე, ეს ამ მოცემული ინსტიტუტის პრობლემა მგონია“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა. მინისტრის განმარტებით, გარკვეული ცვლილებების პროექტი არსებობს, მართლმსაჯულების, ადამიანთა უფლებების კუთხით და მუშაობა ნულიდან არ დაიწყება. „წინა მოწვევის კომისიამ იმუშავა ცვლილებებზე, ჩვენც ვიყავით ამაში ჩართული. ამიტომ ჩვენ ნულიდან არ ვიწყებთ. ნუ გაგიკვირდებათ, რომ უკვე არსებობს პროექტები, მთავარია, ამ პროექტებზე მუშაობა გაგრძელდეს“,-აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)