|
2016-12-13 17:48:10, 1735 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი ენმ-ს: თქვენთვის დღეს პოლიტიკურად ძალიან მომგებიანია სენსიტიურ თემაზე აპელირება
ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი არ ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ლარის კურსის გაუფასურებაზე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ახდენს გავლენას. ქუმსიშვილის თქმით, საპარლამენტო უმცირესობისთვის დღეს ძალიან სენსიტიურ თემაზე აპელირება მომგებიანია. ქუმსიშვილი ამბობს, რომ ვალუტის კურსზე დოლართან მიმართებაში საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება მოქმედებს, რაც აუცილებლად შემცირდება: „ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით არ ვეთანხმები არც ბატონი რომანის განცხადებას, არც ბატონ ზურაბის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს აქვს ზეგავლენა ლარის გაუფასურებაზე. მეტსაც გეტყვით, სახაზინო ოპერაციები წლის დასაწყისიდან 260 მილიონი ლარით მეტია ამოღებული ეკონომიკიდან, აქედან გამომდინარე, ამას არ გავიზიარებ. რა თქმა უნდა, თქვენთვის დღეს პოლიტიკურად ძალიან მომგებიანია ძალიან სენსიტიურ თემაზე მუდმივი აპელირება, თუმცა, ვფიქრობ, თქვენს შორის არიან ადამიანები, ვისაც გააჩნია იმდენი ცოდნა, რომ რეალობას მიხვდეს და იცოდეს, თუ რეალურად რა მოქმედებს ვალუტის კურსზე. ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ქვეყანაში არის ჩვენი ეკონომიკის დამოკიდებულება დოლართან მიმართებაში და ჩვენ მივაღწევთ, რომ ეს დამოკიდებულება დოლართან მიმართებაში შემცირდეს, რაც თავის მხრივ მოგვცემს უკვე ეკონომიკის სწორ მართვას“,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და დასძინა, რომ 2017 წლის ბიუჯეტი „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებს სრულად ასახავს: „რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ გავზრდით ბიუჯეტს? როდესაც თქვენ პოლიტიკოსები ბრძანდებით, როდესაც პოლიტიკაში ისახავთ მიზანს, და როდესაც ამ მიზნის გჯერა და მე ამ მიზნის მჯერა გულწრფელად, შესაბამისად ეს მიზნები შემდგომ აისახება თქვენს საარჩევნო პროგრამაში და საარჩევნო პროგრამიდან გადადის ბიუჯეტში. ჩვენი ბიუჯეტი სრულად ასახავს იმ პრიორიტეტებს, რაც გვქონდა ჩვენს საარჩევნო პერიოდში, რა პრიორიტეტებითაც გავიმარჯვეთ არჩევნებში და ეს შექმნის ბევრ სამუშაო ადგილს“,-აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)