|
2016-12-12 14:31:34, 1814 ნახვა
კომენტარი
თურქეთის ელჩი: საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ძალიან ამბიციურ პროექტებს გეგმავს
„საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის კვალიფიციური ხელმძღვანელობით, ძალიან ამბიციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკვე გეგმავს, რომლებიც შემდეგ 4 წელიწადში განხორციელდება; ჩვენ არა მხოლოდ დიდად ვაფასებთ ამას, არამედ მზად ვართ, ყოველმხრივ მხარდაჭერა გაგიწიოთ ამ წამოწყებებში, როგორც სახელისუფლებლო, ისე კორპორატიულ დონეზე“, - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ ქვესადგური „მარნეული 500“-ის მშენებლობის დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თურქეთის ელჩმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ქვესადგური საქართველოს ელექტროენერგიის შესაძლებლობებისა და სანდოობის ზრდას შეუწყობს ხელს. "გარდა სანდოობისა, ამით გაიზრდება ელექტროსისტემის უსაფრთხოებაც, რომელიც მიუახლოვდება ხარისხის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს, გარემოსთვის უვნებელი სუპერსტრუქტურებით. ასევე ბედნიერი ვარ თურქეთის წარმატებითაც, რადგანაც ელექტროენერგიის ეს მარაგი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება არა მხოლოდ უშუალოდ მომხმარებლებს, არამედ გაზრდის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შესაძლებლობებსაც, მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, ელექტროენერგიის გადაცემის კუთხით“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა. ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ თურქულ კონტრაქტორ კომპანიას BEST/BETAS პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა და განმარტა, რომ ეს არის ელექტროსისტემის პირველი პროექტი, რომელიც თურქმა კონტრაქტორმა განახორციელა საქართველოში. "უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე დიდ სიხარულს მანიჭებს თურქეთ-საქართველოს თანამშროლობა და ურთიერთობები, რადგანაც ჩვენი მუშაობის მიზანი ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ - რაც სასიკეთოა საქართველოსთვის, სტრატეგიული პარტნიორისთვის, სასიკეთოა თურქეთისთვისაც. როცა ეს სიკეთე მოდის თურქული ინვესტიციებიდან თუ თურქული მხარის საქმიანობიდან, ჩვენ კიდევ უფრო ბედნიერად ვგრძნობთ თავს. საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის კვალიფიციური ხელმძღვანელობით, უკვე გეგმავს ძალიან ამბიციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც შემდეგ ოთხ წელიწადში განხორციელდება; ჩვენ არა მხოლოდ დიდად ვაფასებთ ამას, არამედ მზად ვართ, ყოველმხრივ მხარდაჭერა გაგიწიოთ ამ წამოწყებებში, როგორც სახელისუფლებლო, ისე კორპორატიულ დონეზე. ვიმედოვნებ, კიდევ ბევრი ახალი თურქული კომპანია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს განვითარების საშურ საქმეში“, - განაცხადა გუმრუქჩუმ.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)