|
2016-12-09 15:25:09, 1950 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ბაღებში, სავარაუდოდ, კვების რაციონის შემცირების გადაწყვეტილების მიმღები, მინდა რომ თანამდებობაზე აღარ იყოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახცმადაც, თელავის საბავშვო ბაღების სისტემაში კვების რაციონიდან მნიშვნელოვანი საკვები სახეობები ამოიღეს. კვირიკაშვილის თქმით, ინფორმაცია ჯერ არ გადაუმოწმებიათ, თუმცა თუ დადასტურდა, ეს დანაშაულებრივი ქმედებაა. პრემიერის ბრძანებით, ჩინოვნიკმა, რომელმაც სავარაუდოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, თანამდებობა უნდა დატოვოს: „მინდა, შევეხო ერთ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. არვიცი, გადამოწმებული არ გვაქვს ეს ფაქტი, ცოტა ხნის წინ გავრცელდა თელავის საბავშვო ბაღების სისტემაში კვების რაციონთან დაკავშირებული საკითხი, ინფორმაციის თანახმად, რაციონის გადახედვა მოხდა და ამოღებულია მნიშვნელოვანი საკვები სახეობები რაციონიდან. ეს არის ალბათ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმე, მაგრამ მინდა, ჯანდაცვის მინისტრს ვთხოვო და ასევე განათლების მინისტრს, ჩაერიოთ ამ საკითხში. მინდა გავნაცხადო, აბსოლუტური სერიოზულობით, არვიცი, რომელ ჩინოვნიკს მოუვიდა თავში, თუ ასეთი რამ რეალობაა, ამ გადაწყვეტილების მიღება. თუ ასეთი ჩინოვნიკი ბუნებაში არსებობს, მინდა, რომ ის აღარ იყოს ხვალ ამ თანამდებობაზე, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხაერჯების ოპტიმიზაცია გაიგო ისე, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა. ჩვენ გვაქვს უამრავი რესურსი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების. არ არის აუცილებელი მეაათე ხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტროების დასწრება და სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ასეთ შემთხვევებს ვაწყდებით “,-განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)