20:02 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 17:36:47, 1526 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: დროულად უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით კითხვები არ დარჩეს

„ვფიქრობ, რაც შეიძლება დროულად უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ საზოგადოებაში არც ერთი კითხის ნიშანი არ დარჩეს სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით“,-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ე.წ.  ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, „ძალადობრივმა რეჟიმმა სრულიად უდანაშაულო ადამიანები უმძიმესი ბრალდებით მოახვედრა ციხეში”.

„გიორგი აბდალაძეს ვაკვირდებოდი პარლამენტში და ყველას წამოგვიტივტივდა თავში, რეალურად როგორ შეიძლება ადამიანს ყველაფერი სიბინძურე დასწამო. ძალადობრივმა რეჟიმმა გადადგა ნაბიჯები და ზეწოლის შედეგად ციხეში მოახვედრა სრულიად უდანაშაულო ადამიანები ისეთი უმძიმესი ბრალდებით, რომელსაც ქვეყნის ღალატი ჰქვია.  თუმცა, ჩემთვის ეს არ არის ახალი, მით უმეტეს „ნაციონალური მოძრაობიდან”.  ახლა მთავარია,  რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. შეიძლება კიდევ უფრო სწრაფად მომხდარიყო, მაგრამ იმდენი საქმეა ერთად დაგროვილი, რომ ალბათ ოპერირება ჭირს, ეს მარტივი არ არის ქვეყნისთვის. მე ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება დროულად,  სწრაფად უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ საზოგადოებაში არც ერთი კითხვის ნიშანი სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით არ დარჩეს, რამეთუ სამართლიანობა და მისი აღდგენა ქვეყანაში არის უმნიშვნელოვანესი იმედი ჩვენი საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა დოლიძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ "ფოტორეპორტიორების საქმეზე" 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრეს სააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე 2011 წლის 26 მაისს ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს მომიტინგეების დარბევის და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს აქტიურად აშუქებდნენ. ანგარიშსწორების მიზნით, 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ნათელა გედენიძე დააკავეს“, - აცხადებენ პროკურატურაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
გუდვილი ასევე დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს მაღაზიათა ქსელი შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics