|
2016-12-06 16:11:58, 928 ნახვა
სამხედრო
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტი გაფორმდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მ მაიკლ კარპენტერმა მოაწერეს. ლევან იზორიას განმარტებით უსაფრთხოების სფეროში სამწლიანი თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტი ორმხრივი თანამშრომლობის გრძელვადიან ამოცანებს განსაზღვრავს, ახდენს პრიორიტეტების და რესურსების დაგეგმვის სინქრონიზაციას და მტკიცე თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს. „მაიკლ კარპენტერის ვიზიტი დადასტურებაა იმ სტრატეგიული თანამშრომლობისა, რაც ჩვენს ქვეყნებს გააჩნიათ. ხელი მოვაწერეთ აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებას, რაც ჩვენი თანამშრომლობის ასპექტებს ითვალისწინებს. პირველ რიგში იმას, რომ ჩვენ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანთ თავდაცვისუნარიანობას. იმედი გვაქვს, მომავალი სამი წლის განმავლობაში ის პრიორიტეტები და ღონისძიებები, რაც განვსაზღვრეთ, წარმატებით განხორციელდება“, - აღნიშნა იზორიამ მაიკლ კარპენტერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ, თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველომ ჩაატარა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ასევე არჩევნები ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ აქ ჩამოვედით საქართველოს თავდაცვის საკითხებზე სასაუბროდ, ხელი მოვაწერეთ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო დოკუმენტს, რომლის მეშვეობითაც გავაღრმავებთ თანამშრომლობას. ამერიკის შეერთებული შტატები ამ პაკეტში ნატო-ს პლატფორმიდან მონაწილეობს, მაგრამ ორმხრივადაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ვეცდებით, ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობები გავაძლიეროთ საქართველოში. მოხარული ვარ, რომ საქართველო გახდა ასეთი აქტიური პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ერაყში, ისევ ავღანეთში. ვამაყობთ, რომ ამ ოპერაციებში თქვენს სამხედროებთან ვთანამშრომლობდით“, - აღნიშნა მაიკლ კარპენტერმა. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა ძირითად მიზნებზე ორიენტირება - საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება, თავდაცვის ეფექტური და მდგრადი სისტემების ჩამოყალიბება, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-სთან თავსებადობის გაზრდა, პროფესიონალი და ეფექტური სამხედრო მმართველობის უზრუნველყოფა. ჩარჩო დოკუმენტში იდენტიფიცირებული პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები, თავდაცვის სფეროში მაღალი დონის ორმხრივი კონსულტაციების ფორმატში, ყოველწლიურ გადახედვასა და განახლებას დაექვემდებარება.
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
რა იცვლება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში
81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)