|
2016-12-06 15:49:57, 2066 ნახვა
სამართალი კომენტარი
გია აბდალაძე: 26 მაისის დარბევის დროს ფოტოების გადაღების გამო დავისაჯეთ
„დავისაჯეთ 26 მაისის გამო, ჩვენ წვდომა არ გვქონდა არანაირ საიდუმლო მასალებთან“, - ამის შესახებ ფოტოგრაფმა გია აბდალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დაკავებულებს მე-8 დაწესებულებაში მძიმე ვითარებაში უხდებოდათ ყოფნა. როგორც აბდალაძემ განმარტა, ფოტოგრაფების დაკავება 26 მაისის აქციის დარბევის დროს გადაღებულ ფოტოებს უკავშირდებოდა. „ჩვენ დავისაჯეთ ჩემი აზრით 26 მაისის დარბევის დროს ფოტოების გადაღების გამო. იმედი გვაქვს, რომ სასამართლოც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საპატიმროში იყო ზეწოლა. ერთ-ერთი პიროვნება დავით დევნოზაშვილი, დაკავებულია. ვფიქრობ, რომ დამკვეთები იყვნენ მაშინდელი შს მინისტრი, შს მინისტრის მოადგილე უტიაშვილი და ყველა ის ადამიანი, ვინც ფიგურირებდა ხელისუფლებაში. ადამიანები, ვინც საპატიმროში შემოდიოდნენ, იყვნენ შემსრულებლები, თორემ დამკვეთები რა თქმა უნდა, არიან. საქმის კურსში იყო მიხეილ სააკაშვილი, რადგან მის გარეშე არასდროს უკანონოდ არავის აპატიმრებდნენ. ჩვენ დავისაჯეთ 26 მაისის გამო, ჩვენ წვდომა არ გვქონდა არანაირ საიდუმლო მასალებთან”, - განაცხადა აბდალაძემ. შეგახსენებთ, პროკურატურამ "ფოტორეპორტიორების საქმეზე" 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრეს სააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე 2011 წლის 26 მაისს ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს მომიტინგეების დარბევის და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს აქტიურად აშუქებდნენ. ანგარიშსწორების მიზნით, 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ნათელა გედენიძე დააკავეს“, - აცხადებენ პროკურატურაში.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)