13:08 - 16 Sep, 2026
|
2016-12-06 12:58:50, 2849 ნახვა
მსოფლიო
ტაილანდში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა
ტაილანდის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი უგზოუკვლოდ დაკარგული ითვლება, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, წყალდიდობა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია, რომელიც ქვეყნის სამხრეთ პროვინციებში უკვე 1 კვირაა გრძელდება. ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წყალდიდობამ 582 ათასი ადამიანი 88 რაიონიდან დააზარალა. ხელისუფლებამ 11 პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა, მათ შორის ტურისტებისთვის პოპულარული კუნძულები სამუი და პანგანი. წყალდიდობის გამო, სამხრეთ პროვინციებთან შეფერხდა სარკინიგზო კავშირი, ხოლო დატბორილ რაიონებში სკოლები დაიხურა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)